USD

მიწოდების პირობები

ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შესაძენად, გაიარეთ ვებ- გვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ, რომ სრულად მოხდეს ყველა საჭირო მონაცემის დაფიქსირება, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის ველში მითითებული იყოს ის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს შეძენილი პროდუქციის ჩაბარება.

შეძენილი პროდუქციის ღირებულების გადახდა ხდება შეკვეთის გაკეთებისთანავე. ანგარიშსწორება კი მომხმარებელს შეუძლია როგორც საბანკო ბარათების გამოყენებით. ასევე ინვოისის საფუძველზე განხორციელებული ტრანზაქციით

1.            გაიარეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე, მიუთითეთ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია.

2.            სასურველი ნივთი/ნივთები დაამატეთ კალათში. შეგიძლიათ კალათში დაამატოთ არა ერთი, არამედ სხვადასხვა ნივთი და ერთად შეუკვეთოთ.

3.            აირჩიეთ მიწოდების მისამართი ან დაამატეთ ახალი მისამართი, შეიყვანეთ ბარათის შესახებ ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს გადახდა.

პროდუქტის ადგილზე მიტანის ღირებულება გამოითვლება ლოკაციისა და შეძენილი პროდუქტის წონის მიხედვით.

 1. საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით

შეძენილი ნივთი ჩაგბარდებათ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე, თბილისის მასშტაბით, შეძენიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ნებისმიერი შეძენილი ნივთის დაბრუნება და თანხის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ წუნდებული პროდუქტის შემთხვევაში.ყველა ნივთი შემოწმდება დაბრუნებისას. შემოწმების შემდეგ, ნივთები, რომლებიც არ დაექვემდებარება დაბრუნებას (მაგ: თუ წარმოდგენილი არ არის ქვითარი, ნივთი გამოყენებულია და სხვა შემთხვევებში) ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის მიზნით "სამოსელი პირველი" იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს თანხა ან არ მოახდინოს გადაცვლა.

გადაცვლის, დაბრუნების და თანხის დაბრუნების დროს გათვალისწინებულია მხოლოდ შეძენის დროს არსებული ფასი.

 

2. საქართველოს ფოსტა.

რეგიონები: ნივთი ჩაგბარდებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე (თქვენ ან ნებისმიერ სრულწლოვან პირს), თუ  მისამართზე მისულ კურიერს არ დახვდება სრულწლოვანი პირი მაშინ ნივთი გადაიგზავნება ქალაქის ფოსტაში (თქვენს მიერ მითითებულ  მისამართთან ყველაზე ახლო მდებარე ფილიალში),  აღნიშნულის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას, ამის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის  განმავლობაში შეგიძლიათ მიბრძანდეთ ფოსტაში და აიღოთ ნივთი, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხუთი  სამუშაო დღის შემდეგ ნივთი უკან დაბრუნდება. მიწოდების საფასურს დაითვლის პროგრამა ნივთის (ნივთების) წონის მიხედვით,  მისამართის მითითების შემდეგ.

მიწოდების ვადები:

სტანდარტული: 2 - 6 სამუშაო დღე.

ექსპრეს მიტანა: 1 - 4 სამუშაო დღე.

 

საზღვარგარეთი: გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის ხორციელდება მის მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით, ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვის ცენტრში. გზავნილი ბარდება უშუალოდ მყიდველს ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ პირთა წრეს.

გზავნილის მყიდველისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ის დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში ინახება 30 დღე, რის შემდეგაც ბრუნდება უკან გამყიდველთან.

მიწოდების ვადები:

გზავნილის ტრანსპორტირებისა და მყიდველისთვის ჩაბარების ვადებია - 7-21 სამუშაო დღე.